4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.
გიორგი ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილს მიმართა: „თავს სრულად გრძნობთ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ?, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა - „კი ბატონო“.
დანაშაული აღიარა ოთხი ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა.
„თავს სრულად ვგრძნობ დამნაშავედ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, - განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა.