ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა. ამ შემთხვევაში, რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებს ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ამ შემთხვევაში, რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებს ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
„გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა. გვახსოვს მისი ფარული შეხვედრები აგენტურულ ოპოზიციასთან, ყველაზე რადიკალებთან. ამ შემთხვევაში, რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებს ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სწორედ ეს ორი აქტორი განსაკუთრებულ ავანგარდში დგანან ხოლმე იმ რადიკალიზაციის და რევოლუციური სცენარების, რაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიხილეთ საქართველოში ბოლო წლებში. შესაბამისად, ძალიან უპრიანი იქნება, თუ ელჩი უმოკლეს ვადებში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს“, - აღნიშნა მან.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ, როგორც ირკვევა ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.