დავით მათიკაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: გვახსენდება ის სამწუხარო წარსული, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის ელჩი, თუ სხვა პირები არღვევდნენ რა ვენის კონვენციას, ფარულად ხვდებოდნენ რადიკალებს და მერე იწყებოდა ქვეყანაში არეულობები
გვახსენდება ის სამწუხარო წარსული, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის ელჩი, თუ სხვა პირები არღვევდნენ რა ვენის კონვენციას, ფარულად ხვდებოდნენ რადიკალებს და მერე იწყებოდა ქვეყანაში არეულობები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარული შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
„რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ?! რა აქვთ დასამალი ერთი მხრივ ევროპული ქვეყნის წარმომადგენელ ელჩს და მეორე მხრივ რადიკალებს, როდესაც ხვდებიან ერთმანეთს და ამას არ ასაჯაროებენ?! ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და გვინდა-არ გვინდა გვახსენდება ის სამწუხარო წარსული, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის ელჩი, თუ სხვა პირები არღვევდნენ რა ვენის კონვენციას, ფარულად ხვდებოდნენ რადიკალებს და მერე იწყებოდა ქვეყანაში არეულობები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.