ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან?

ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხო.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. მისი თქმით, 9 მილიონი უკრაინელი საზღვარგარეთ იმყოფება. გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გაურკვეველია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ის ადამიანები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

„როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან? ჩვეულებრივ, საზღვარგარეთ დაახლოებით 500 ათასი ადამიანი აძლევდა ხმას. და რას აკეთებთ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ? ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას? როგორ მისცემენ ხმას? ვინ გააკონტროლებს მათ მიერ ხმის მიცემის პროცესს? იქ რუსი სამხედროები იმყოფებიან. როგორ უნდა მოაგვაროთ ეს ყველაფერი?!“, - განაცხადა ზელენსკიმ.