ევროპარლამენტარი მანონ ობრი ურსულა ფონ დერ ლაიენს: ძირითადად თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებოდით, ამიტომ ახლა მე მივმართავ ევროპის ხალხს და მსოფლიოს - აღარ გააგრძელოთ მორჩილებაში ყოფნა
ევროპარლამენტარმა მანონ ობრიმ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა.
მისი თქმით, კალასი გამოსვლისას, ძირითადად საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
„ძირითადად თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებოდით, ამიტომ ახლა მე მივმართავ ევროპის ხალხს და მსოფლიოს - აღარ გააგრძელოთ მორჩილებაში ყოფნა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრიორიტეტებზე ილაპარაკა და მათ შორის დაასახელა ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გამყარება. ილაპარაკა შუა დერეფანზე და დააანონსა სამიტის გამართვა. მოხსენების დროს შეეხო სანქციების პოლიტიკას და თქვა რომ რუსეთის მიმართ ახალი სანქციები საჭირო არ არის. ასევე ფონ დერ ლაინმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციაზე, უცხოურ ჩარევასა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტის საქმიანობას ევროპარლამენტართა ნაწილმა დამანგრეველი უწოდა.