მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი/ არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი/ არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს

მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე გაამახვილა.

„შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს,” - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.