ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამსახურდიას N 58-ის, თაბუკაშვილის N183-ის და N 22-ის მიმდებარედ, მოეწყო ახალი სკვერები შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც განთავსდა ძელსკამები, დამონტაჟდა საპარკე განათებები და დაირგო დეკორატიული მცენარეები.

„შესრულებული სამუშაოები 450 ათასი ლარის ღირებულებისაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.