გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერა პირველ რიგში, ადამიანურად სწორი ნაბიჯია, თუმცა, ამასთანავე, პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.
„ვფიქრობ, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის დახმარება ადამიანურად სწორი ნაბიჯია. ამავდროულად, ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროპაში დამპყრობლურმა და გამანადგურებელმა ომმა წარმატებას არ მიაღწიოს. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა“, - დაწერა ნორბერტ როტგენმა.