„რადიო თავისუფლება“: მარკო რუბიომ G20-ის სამიტზე მიანიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია

„რადიო თავისუფლება“: მარკო რუბიომ G20-ის სამიტზე მიანიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ G20-ის სამიტზე მიანიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ წერს.

რაუფოღლუს ცნობით, რუბიო მიიჩნევს, რომ მთავარი დაბრკოლება რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის პოზიციაა.

„დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, დახურულ შეხვედრაზე რუბიომ უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხიც წამოჭრა და აღნიშნა, რომ ეს - მათი თქმით - მოკლევადიან პერსპექტივაში არარეალისტური და პუტინისთვის მიუღებელია“, - წერს ჟურნალისტი.