პოლონური მედია: გამოკითხულთა უმრავლესობა დონალდ ტუსკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

პოლონური მედია: გამოკითხულთა უმრავლესობა დონალდ ტუსკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარული არ არის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია United Surveys by IBRiS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხულთა 54,3% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

გამოკითხვის მიხედვით, ტუსკის მიმართ დადებითი განწყობა 37,4%-ს აქვს.

მედიის ინფორმაციით, გამოკითხვა 4-6 სექტემბერს ჩატარდა Wirtualna Polska-ს დაკვეთით, პოლონეთის 1000 სრულწლოვანი მოქალაქის ჯგუფში, ონლაინ და სატელეფონო გამოკითხვის შერეული მეთოდით.

აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პოლონელთა უმრავლესობა ტუსკის ხელმძღვანელობით მოქმედი მმართველი კოალიციის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.