ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე. ფორუმი მიზნად ისახავს, უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, გლობალური კავშირის გაძლიერებასა და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დელეგაციასთან ერთად გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს ჩინეთის ტრანსპორტისა და კომერციის სამინისტროებში, ასევე შეხვდება წამყვანი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს.