ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის ფარგლებში, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, საბჭოს წევრებს ახალი სერვისების დანერგვის ინიციატივა გააცნო, რომლებიც მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან მიმდინარე კონსულტაციების საფუძველზე, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება.