თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა
თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
ისაუბრეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ბოლო პერიოდში გაღრმავებულ ეკონომიკურ და ტურისტულ ურთიერთობებზე.