ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას

ირაკლი ხელაძე „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას - იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას „კორძის“ მიერ მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფასა და მისი კონცერტის ევროკავშირის მხარდაჭერაზე, ელჩმა უპასუხოდ დატოვა.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, სიძულვილის წახალისებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულია ყველაფერი, ჰერჩინსკი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას. ყველაფერი კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ. პერმანენტულად მოვუწოდებთ ხოლმე მათ, რომ გამოვიდნენ კონფრონტაციის რეჟიმიდან და რეალურ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე დაამყარონ ურთიერთობები. ევროკავშირის ამ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დაბალ ნიშნულზეა მათი რეპუტაციული ზღვარი. მათ ხელშია ყველაფერი“, - აღნიშნა ხელაძემ.