არჩილ გორდულაძე – რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს

არჩილ გორდულაძე – რუს ბიზნესმენებს სანქციებს უუქმებენ, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, სურთ, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ევროკავშირი რუს ბიზნესმენებს უუქმებს სანქციებს, მეორე მხრივ კი, ვისმენთ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლაზე, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსთან მიმართებით განცხადებები პოლიტიკურია.

გორდულაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების მიზანია საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვისმენთ, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთი შემოდის, რაც აბსოლუტური ტყუილია. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მადლობას ვიღებთ, როგორც ევროკავშირის შესაბამისი წარმომადგენლისგან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისგან. მეორე მხრივ, რუს ბიზნესმენებს უუქმებენ სანქციებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია არასწორი და არათანაბარი მიდგომის. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სურთ, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. არჩეული, თუ არარჩეული თანამდებობის პირები ასეთი სიცრუის გავრცელებაში არაერთხელ არიან მხილებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.