მედია: ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდება
მედიის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს, პატივისცემის სადემონსტრაციოდ აეროპორტში დახვდება. სი ძინპირი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ოფიციალური დახვედრის პროტოკოლს, 60 წლის განმავლობაში პირველად დაარღვევს. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს ასაფრენ ბილიკზე 1962 წელს დახვდა, როდესაც ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.
მედია აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში ტრადიციული შეხვედრის ნაცვლად ავიაბაზაზე დახვედრა ხაზს უსვამს ტრამპის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩინეთის ლიდერის მიმართ.