ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.