დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს პირისპირ შეხვდება.