ზვიად შალამბერიძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროდ, ცოტა გვიან მიხვდნენ, თუ რა შეცდომა დაუშვეს იმით, რომ „კორძის“ კონცერტი უნდა დაეფინანსებინათ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

ზვიად შალამბერიძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროდ, ცოტა გვიან მიხვდნენ, თუ რა შეცდომა დაუშვეს იმით, რომ „კორძის“ კონცერტი უნდა დაეფინანსებინათ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.

„სამწუხაროდ, ცოტა გვიან მიხვდნენ, თუ რა შეცდომა დაუშვეს იმით, რომ „კორძის“ კონცერტი უნდა დაეფინანსებინათ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი მაგალითი სხვა ევროპული სტრუქტურებისთვის, რომ მომავალში სანამ ისეთი ადამიანების დაფინანსების წყარო გამოიკვეთება, რომლებიც სიძულვილის ენის დამკვიდრებას ცდილობენ საქართველოში, მანამდე დაფიქრდნენ, ან ხელისუფლებას შეუთანხმონ და მხოლოდ შემდეგ გადადგან ეს ნაბიჯი“, - განაცხადა შალამბერიძემ.

„კორძი“ მისი კონცერტის გაუქმების გამო ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის".

როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.