„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობრივია.
„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი აკრიტიკებს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ელჩ პაველ ჰერჩინსკის საქმიანობას, ასევე ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას.
„გაკვირვებას უნდა იწვევდეს ევროკავშირის წარმომადგენლობა და პირველ რიგში პაველ ჰერჩინსკის საქციელი, რომელიც აფინანსებს ვინმე მომღერალ „კორძის“ კონცერტს გორში და არმაზ ახვლედიანის სემინარს ბახმაროში. ამას ემატება ისიც, რომ რუს ოლიგარქებს სანქციებს უხსნიან, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, აგრეთვე თავისუფალ ტელეარხებს სრულიად უსაფუძვლოდ დადებულ სანქციებს უტოვებენ“, - განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა.