შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის, განლაგების, რეკლამისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირების შესაბამისი შეზღუდვები და აკრძალვები.
აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმზე, ასევე გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. „აიქოსი), ელექტრონულ სიგარეტსა („ვეიპი) და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ სხვა მოწყობილობებზე.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ კანონმდებლობით - თამბაქოს ნაწარმისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის რეკლამა, მოხმარების დემონსტრირება იკრძალება მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებით, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენების შემთხვევებშიც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის შესაბამისი ფინანსური სანქციები.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დამატებითი ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მათი დარღვევისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ იხილეთ:
https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/13f591d7-94af-4c6c-9c52-113a9e506d85?openFromSearch=true“.