კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება

კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.

შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი.

„რაღაზე უნდა დავსხდეთ და რაღაზე ვიშიმშილოთ, ბრალდებულებს ხომ შევუწყობთ ხელს ამით, რომ მე თვითონ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა და ყველაფერი?! მივაღწიეთ ამ შედეგს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურატურისა და ადვოკატების მეშვეობით. ინტენსიურად იქნება მუშაობა. უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა მედიასთან.