კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით უნდა მოხდეს
ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია - ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.