ლევან მახაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა

ლევან მახაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა

აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.

„აღინიშნა, რა თქმა უნდა, ოკუპაციის თემა, სუვერენიტეტის თემა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისტორიის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დადგა გამოცდის წინაშე, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში ქვეყანა გამოდიოდა გამარჯვებული და გაძლიერებული. პრემიერმა, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ოკუპაციის თემას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გამოწვევა. აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში“, - განაცხადა მახაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა.