ირაკლი ფავლენიშვილი – რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო არეალი შეზღუდოს, ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს ეს

ირაკლი ფავლენიშვილი – რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო არეალი შეზღუდოს, ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს ეს

ბრაზი, რაც საქართველოს მოქალაქეებშია, არსად არ წასულა, პროტესტი ცოცხალია, ადამიანები არ დანებდნენ, გამოდიან, იბრძვიან და ოლიგარქიულ რეჟიმს ეუბნებიან, რომ რუსები არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოვეთვის უმცირესობას მოაქვს ცვლილებები უმრავლესობისთვის.

„ოლიგარქიული რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო არეალი შეზღუდოს და მოქალაქეებს იჭერს ტროტუარზე დგომის, სოციალურ ქსელში ისეთი კომენტარის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს არ მოეწონება. ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პატიმარია, იკრძალება ოპოზიციური პარტიები. ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობა შეიძლება იყოს ეს. ბრაზი, რაც საქართველოს მოქალაქეებშია, არსად არ წასულა. ეს ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმა. მან იცის, რის ფასად მოუწია 2024 წლის არჩევნების მოპარვა. პროტესტი ცოცხალია იმით, რომ ადამიანები არ დანებდნენ, გამოდიან, იბრძვიან და ოლიგარქიულ რეჟიმს ეუბნებიან, რომ რუსები არიან. ასეა ყოველთვის, უმცირესობას მოაქვს ძირითადი ცვლილებები უმრავლესობისთვის. ვინმე თუ სექტაა, მხოლოდ – „ქართული ოცნება“, პაპუაშვილი და სხვა ლიდერები. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე დაასრულებენ, როგორც დაასრულეს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.