მედია: ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს
ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
ქვეყანაში ფართომასშტაბიანი წვრთნა „ვიტისის გუმბათი 2026“ ტარდება, რომლის მიზანიც რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების, ელექტრო, კავშირგაბმულობასა და სატრანსპორტო სისტემებზე დივერსიების შემთხვევაში რეაგირებისთვის მზადყოფნის შემოწმებაა.
რუსული დივერსიისთვის მზადება არის გამოცხადებული ნიდერლანდებშიც. მოსახლეობას ელექტრო ენერგიის, სატელეფონო და ინტერნეტკავშირის გარეშე ცხოვრებისთვის მზადებასა და წყლისა და საკვების მომარაგებას ურჩევენ.