ირაკლი კირცხალია: გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ
გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
უმრავლესობის ლიდერს კითხვა ლევან მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ბატონი ლევანი [მაჭავარიანი] ახალს არაფერს საუბრობს და საზოგადოებას ახსენებს, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა ნომრის და ფერის პარტიები იყო და არის ერთი დიდი ბინძური სცენარის ნაწილი. გარე ძალები და აგენტურა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მათ რიგებში დივერსიფიცირება მოეხდინათ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში. უტიფრად აყრიან ქართველ საზოგადოებას თვალებში ნაცარს. გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!