გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში იმართება.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.