ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
საბერძნეთმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 63 000 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა მამუკა კორძაია (+90 კგ), 59 300 ქულით ვერცხლი იუზა ცერცვაძემ (90 კგ) მოიპოვა, 62 000 ქულით ასევე ვერცხლის მედალი ერგო ლუკა ჩხიტუნიძეს (80 კგ), ბრინჯაო კი 48600 ქულით ევსემ შველიძემ (90 კგ) დაისაკუთრა.