ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.

მახაშვილის თქმით, ხელისუფლება ვერ მივიღებს ვერანაირ შელამაზებას იმ წარმოუდგენელი და მიუღებელი ლექსიკისა, რომელსაც ზოგიერთები საქართველოში ხშირად ევროკავშირის საელჩოს თუ ბრიუსელის ბიუროკრატების მხარდაჭერით და დახმარებით იყენებენ.

„ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ. როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი, სხვა შემთხვევაში რაც ადრე მოხდა მოხდება იგივე უფრო დიდი მასშტაბებით. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ჩვენ მოლოტოვის კოქტეილს დავარქმევთ გამოხატვის თავისუფლებას გაჩნდება ათი და ასი მოლოტოვის კოქტეილი და უფრო მეტი მოძალადე საქართველოში“, - განაცხადა მახაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მაგალითებით ქართველი ხალხის მაგინებლებზე ისაუბრა.