ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა
ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ხიდაშელმა და მისმა თანამოაზრეებმა თანდათან ამოწურეს რესურსები ქართულ-ჩინური ურთიერთობების დაზიანების მცდელობაში, თუმცა ჩინეთში კარგად გააცნობიერეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებები ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ.
„ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც ამ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაში უხვად ქაფავდნენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის ტაივანიდანაც. თუმცა, თავიანთ სტრუქტურულ და ღირებულებით უძლურებაში, მათ ნელნელა ამოწურეს საკუთარი რესურსები, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დაეზიანებინათ. ჩინური ანდაზის არ იყოს, მდინარეს მათი მკვდარი თავები მოაქვს და კიდევ არაერთს ჩამოატარებს. ჩინეთში როგორც ჩანს, კარგად წაიკითხეს, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.
ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. სი ძინპინმა ოფიციალურ წერილებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის ორმხრივი პარტნიორობა „ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს“, რაც ადასტურებს პეკინის მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“, - წერს ანჯაფარიძე.



