საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ლიდერებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა უმასპინძლეს.

რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.