ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული გიორგი მენაბდის ფილმი „სისხლი“ Dresden Kino über Land International Festival-ზე, კატეგორიაში „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ არის ნომინირებული

ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული გიორგი მენაბდის ფილმი „სისხლი“ Dresden Kino über Land International Festival-ზე, კატეგორიაში „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ არის ნომინირებული

ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმის - „სისხლი“ ჩვენება დღეს Dresden Kino über Land International Festival-ზე გაიმართება.

ფილმი „სისხლი“ „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ კატეგორიაშია ნომინირებული.

ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის (სცენარის ადაპტაციის) ავტორი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი გიორგი მენაბდეა.

ნოდარ დუმბაძის ნოველის ეკრანიზაციისთვის ეს რიგით მე-40 ნომინაციაა. აქამდე მისი ჩვენება გაიმართა ლოს ანჯელესის, ლონდონის, მიუნხენისა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

Dresden Kino über Land International Festival 29 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება.