ირაკლი კირცხალია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნაკლები იყოს წნეხი ჩვენს საზოგადოებაზე ფასების კუთხით, მაგრამ არის რაღაც მოვლენები, განსაკუთრებით საწვავი, რომლის ფასი ბევრ რაღაცაზე მოქმედებს
ჩვენ ვართ იმ მსოფლიოს ნაწილი, სადაც ვხედავთ სად არის მსოფლიოს ეკონომიკები, განსაკუთრებით ინდუსტრიულ და წამყვან ქვეყნებში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე საუბრისას.
„საწვავი უწყვეტად რომ ჰქონდეს ბევრ ქვეყანას, ეგ გამოწვევაა დღეს მსოფლიოში. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნაკლები იყოს წნეხი ჩვენს საზოგადოებაზე ფასების კუთხით, მაგრამ არის რაღაც მოვლენები, განსაკუთრებით საწვავი, რომლის ფასი ბევრ რაღაცაზე მოქმედებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.



