ირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში
ჯერ ჩამოყალიბდნენ, ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ კავშირში გაწევრიანდებიან, ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით რა მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას?
„კითხვას ვსვამ - რომელ კავშირში უნდა თავმოყვარე ქვეყანას განვითარდეს, სადაც არანაირი უფლება არ ექნება? მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში და დღეს სად არის ევროპა - ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ არა, გავფართოვდები იმ შემთხვევაში, თუ სიტყვის თქმის უფლება არ გექნება, როცა გეტყვი, უნდა დაიძინო და როცა გეტყვი, გაიღვიძო - ამ პოლიტიკით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუმცირდებათ რეიტინგი და ამ მმართველობას თავიანთ ქვეყნებშიც როგორ უმცირდებათ რეიტინგი, რა მოვლენები ვითარდება, ამას მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კირცხალიამ.



