ირაკლი ხელაძე IRI-ის კვლევაზე, სადაც რვა ოპოზიციურ პარტიას 16%-იანი მხარდაჭერა აქვს: კარგად ჩანს ამ კვლევაში ის ზიზღი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს დღევანდელი ოპოზიციის მიმართ

ირაკლი ხელაძე IRI-ის კვლევაზე, სადაც რვა ოპოზიციურ პარტიას 16%-იანი მხარდაჭერა აქვს: კარგად ჩანს ამ კვლევაში ის ზიზღი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს დღევანდელი ოპოზიციის მიმართ

კარგად ჩანს ამ კვლევაში ის ზიზღი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა IRI-ის კვლევას, სადაც 8 ოპოზიციურ პარტიას ჯამში გამოკითხულთა 16% უჭერს მხარს.

„კარგად ჩანს ამ კვლევაში ის ზიზღი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს დღევანდელი ოპოზიციის მიმართ. [ოპოზიციის] განულებული, ავტორიტეტისგან აბსოლუტურად დაცლილი, ხალხში ნული მხარდაჭერა და საპირწონედ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს“, - აღნიშნა ხელაძემ.

8 ოპოზიციურ პარტიას IRI-ის გამოკითხვით ჯამში 16%-იანი მხარდაჭერა აქვს - „ქართულ ოცნებას“ კი 36. ეს შედეგები ოპოზიციამ დამალა, არადა კვლევის ჩატარება საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავად დაუკვეთა.