ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო
IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., - წერს „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო“ ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მეორე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა?“ - წერს რაქვიაშვილი.
8 ოპოზიციურ პარტიას IRI-ის გამოკითხვით ჯამში 16-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს - „ქართულ ოცნებას“ კი 36.
ეს შედეგები კი ოპოზიციამ დამალა, არა და კვლევის ჩატარება საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავად დაუკვეთა. მმართველი პარტიის 36% არის ალოკაციის გარეშე, ხოლო ალოკაციით 55% პროცენტი აქვს. აღსანიშნავია, რომ IRI -ის კვლევაში „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მაქსიმუმი აქვს, ხოლო ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი.
დამალული შედეგები ორი წლის შემდეგ მაინც გასაჯაროვდა და ოპოზიციაშიც ისტერიამ არ დააყოვნა, თუმცა მაინც არ ამბობენ, რატომ დამალეს კვლევის შედეგები.