გიორგი კახიანი: IRI-ს შედეგები მიუთითებს, რომ საზოგადოება სწორედ უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში, აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებს
IRI-ს შედეგები მიუთითებს, რომ საზოგადოება სწორედ უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ამასთანავე, ქართული რადიკალური მოძრაობა ფაქტობრივად განულებულია და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ ჩანს.
„ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუკი ოდესმე IRI-ს შედეგებში დაფიქსირებულა. ამის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს, ყველას ერთად აღებულს, აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება სწორედ უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში, აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებს. მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიცია ფაქტობრივად არის განულებული და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ ჩანს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისინი იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნისთვის მავნებლური მოქმედებებით დაკავებული, რაც აისახება შესაბამის რეიტინგებში“, - აღნიშნა კახიანმა.
IRI-ის გამოკითხვით , „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ - 36. საერთო ჯამში კი, 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.