ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com – ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი პროდუქცია JD.com-ის სავაჭრო პლატფორმის სხვადასხვა პრემიუმ ჩამონათვალში განათავსონ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მომზადდება სამოქმედო გეგმა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

JD.COM-ის ძირითადი მიმართულებებია ონლაინ-ვაჭრობა, ლოგისტიკა და მიწოდების ქსელი, ინდუსტრიული მომსახურება და სხვ.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.