ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა

ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ზუსტად იგივე ითქმის იმ ადამიანებზეც, რომლებიც პოლიტიკოსებს არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავს ესხმოდნენ.

„ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა იმ რადიკალებზე, რომლებიც პოლიტიკოსებს უვარდებოდნენ, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ კაფეებში, აეროპორტებში და ა.შ.

საქართველოში ხალხი გამოფხიზლებულია, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ფაშისტური თავდასხმები განახორციელონ ჩვენს თანამოქალაქეებზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„კორძი“ მისი კონცერტის გაუქმების გამო ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: „ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის".

როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.