დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: პარტიულ ინტერესებში ჩაკარგული ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს მეხუთე კოლონა

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: პარტიულ ინტერესებში ჩაკარგული ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს მეხუთე კოლონა

დიდი ორომტრიალი, ერთმანეთის მხილება და ლუსტრაცია მიდის რადიკალებში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს აკრიტიკებს.

„სრულიად განულებული, მხარდაჭერის არმქონე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სწრაფად იცვლის სააკაშვილის დავალებით ხელმძღვანელ პირებს. თანამდებობიდან წასულები თითის გაშვერით ადანაშაულებენ რადიკალური პარტიის მოქმედ პირველ პირებს. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ხუთივე პარტია, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს კონსტიტუციური დავა, წარმოადგენს ერთ მთლიანობას. ეს ყველაფერი ქართული დემოკრატიისთვის კარგია. პარტიულ ინტერესებში ჩაკარგული ადამიანებით არის ეს მეხუთე კოლონა დაკომპლექტებული“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.