ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ეს არის იმ პოლიტიკის ნაყოფი, რაც ამ პარტიამ აწარმოვა ქვეყნის წინააღმდეგ. შემოუტრიალდათ თავიანთ შიდა პარტიულ ცხოვრებაში

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ეს არის იმ პოლიტიკის ნაყოფი, რაც ამ პარტიამ აწარმოვა ქვეყნის წინააღმდეგ. შემოუტრიალდათ თავიანთ შიდა პარტიულ ცხოვრებაში

ეს არის იმ პოლიტიკის ნაყოფი, რაც ამ პარტიამ აწარმოვა ქვეყნის წინააღმდეგ. შემოუტრიალდათ თავიანთ შიდა პარტიულ ცხოვრებაში, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ღრმა კრიზისში რომ არის შესული, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ეს ღრმა კრიზისი აისახება არსებული, თუ ყოფილ ლიდერშიპს შორის ურთიერთობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან მწვავე ხასიათს იღებს ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელსაც. ეს არის იმ პოლიტიკის ნაყოფი, რაც ამ პარტიამ აწარმოვა ქვეყნის წინააღმდეგ. შემოუტრიალდათ თავიანთ შიდა პარტიულ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.