ნინო წილოსანი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: თუ ვინმეს სურს, რომ გათავისულდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა. ვერანაირი თითის დაქნევა და არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა
თუ ვინმეს სურს, რომ გათავისუფლდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების უკანონო მითითებები ვერ დადგება კანონზე მაღლა.
„4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა დიდმა ნაწილმა აღიარა ბრალი და შესაბამისად, დატოვა საპატიმროები. აქ ორი აზრიც არ არსებობს, რომ დანაშაული მოხდა და შესაბამისად, დაადასტურა ქართულმა სასამართლომ. ამიტომ თუ ვინმეს სურს, რომ გათავისუფლდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა. ვერანაირი თითის დაქნევა და არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროპის სახალხო პარტიის წევრი 5 ევროპარლამენტარი ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ამტკიცებენ, ძალადობის ორგანიზატორი დემოკრატიის ხმაა და პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.



