ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენ თურქთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება.

ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევი საკუთარ ტერიტორიებზე უარის თქმას არ აპირებს.