ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელი Wall Street Journal-ის წინააღმდეგ მეორედ უარყო
ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ მეორედ უარყო დონალდ ტრამპის სარჩელი Wall Street Journal-ის წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ თეთრი სახლის ლიდერმა ვერ წარმოადგინა გამოცემის მხრიდან ცილისწამების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ტრამპი Wall Street Journal-ს 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ედავებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინისთვის დაბადების დღეზე გაგზავნილ ბარათზე ტრამპის ხელმოწერა იყო, ბარათზე კი შიშველი ქალის ნახატი იყო გამოსახული. ტრამპი ამტკიცებდა, რომ წერილი ყალბია და ცილისწამებისთვის Wall Street Journal-სგან 10 მილიარდ დოლარს ითხოვდა.



