ზელენსკი: რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ზელენსკი: რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მხოლოდ გასულ ღამეს ჩვენი ენერგოინფრასტრუქტურა რუსული თავდასხმის სამიზნე ოთხ რეგიონში გახდა: დნიპროში, ვინიცაში, ჟიტომირსა და ხმელნიცკიში. იერიში მიიტანეს ქვესადგურებზე, ტრანსფორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლებიც მოსახლეობას ელექტროენერგიით ამარაგებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მან დასძინა, რომ „ამ დროისთვის ასობით ათასი ოჯახი შუქის გარეშეა დარჩენილი“ და აღნიშნა, რომ „დარტყმების ინტენსივობა უკიდურესად მაღალია“.

ზელენსკის განცხადების პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სამრეწველო ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმის შესახებ.