მელანია ტრამპი: ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე - ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიისა და მასთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში 800-მდე ადამიანი იყო ევაკუირებული. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, რომელიც მისიის კოორდინაციაში.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა იწურება. მისია წარმატებით დასრულდა: რეგიონს მიეწოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება და უზრუნველყოფილი იყო თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია“, - დაწერა მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში.

„ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება“, - აღნიშნა აშშ-ის პირველმა ლედიმ.

მისივე განმარტებით, „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და, დაგეგმისამებრ, 2026 წლის 1 ნოემბერს დასრულდა“.