ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს.

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ ძალადობას. სხვანაირად შეუძლებელი იყო. უბრალოდ, მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ის ძალადობრივი აქციები, მათივე დაფინანსებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები.

ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია ევროკავშირიდან აფინანსებდა, ლოგოც არის დატანილი იმ ბანერზე. პირდაპირ წახალისებული და რომანტიზებული იყო, რომ მეტი ადამიანისთვის მიეცათ მოტივაცია, რათა აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოეყენებინათ.

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს“, - აღნიშნა მან.

საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ევრობიუროკრატთა ორმაგი სტანდარტი. საქართველოში იხსენებენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გაგმირების კამპანიასა და რადიკალიზმის წახალისების მცდელობებს.