ირაკლი კირცხალია: ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორიტეტი აქვს ივანიშვილების ოჯახს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან ამ ოჯახზე თავდასხმები. აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორიტეტი აქვს ივანიშვილების ოჯახს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან ამ ოჯახზე თავდასხმები. აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა გახდეს თუ არა ბერა ივანიშვილისა და ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV.პირველის“ დავა პრეცედენტი იმისა, რომ მედიის მიერ ცილისმწამებლური კამპანია აღარ განმეორდეს.
„მერე ეს მედიასაშუალებები კიდევ გვეტყვიან, რომ თურმე აქ [საქართველოში] მედია იზღუდება. როცა საქმეა ცილისწამებაზე, სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა.
რაც შეეხება ბერას და ივანიშვილების ოჯახს, არაერთხელ მითქვამს, რომ აგენტურა და ამ აგენტურის მიერ მართული მედიასაშუალებები წლების მანძილზე მუშაობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტეტები შელახონ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორიტეტი აქვს ივანიშვილების ოჯახს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან ამ ოჯახზე თავდასხმები. აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი“, - აღნიშნა კირცხალიამ.



