ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ კომედიური ჟანრის წერილებს. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ კომედიური ჟანრის წერილებს. მერე გეხმიანებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეხოტბეები და არაერთხელ გაგვიკეთებია ამაზე ნებსით თუ უნებლიეთ განცხადებები, გამოდიხარ და ჯდები იმ ნავში, რომელი ნავიც პოლიტიკურად ჩაძირულია, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამების მსხვერპლია.

მისი განცხადებით, დაცვის მხარეს ბევრი რამის თქმა შეუძლია, თუმცა მანაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში პატიმრის უფლებები დაცულია.

„დაცვის მხარეს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთი, რასაც ვეტყოდი ბატონ ირაკლის და ძალიან კარგად იციან მანაც და მისმა უფლებადამცველებმაც, რომ პატიმრის უფლება 2012 წლის შემდეგ არის დაცული. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.